ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდის გამოცდილება საერთაშორისო ტურნირზე

SANS CEE კიბერუსაფრთხოების შესახებ ტურნირზე, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ, საქართველოს სახელით თიბისის კიბერუსაფრთხოების ტექ გუნდი გამოვიდა.

2-ეტაპიანი ტურნირის პირველ ეტაპზე დაახლოებით 800 ადამიანი მონაწილეობდა, მეორე, ფინალურ ეტაპზე მათგან 250 გადავიდა. თიბისის გუნდმა საქართველოდან მონაწილე გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, უშუალოდ შეჯიბრზე კი — მე-15.

კომენტარის დატოვება

თიბისი შეჯიბრზე გუჯა მარკოზაშვილმა, გიორგი ბარბაქაძემ და ალექს ქისტაურმა წარადგინეს.  

სწორედ ალექს ქისტაური ელაპარაკა dev.ge-ს SANS CEE Cyber Tournament-ის მნიშვნელობაზე, მიღწეულ შედეგზე, მიღებულ გამოცდილებასა და ემოციებზე. 

ალექსის თქმით, ფინალურ შეჯიბრზე გუნდებმა რთული ამოცანები მიიღეს, რათა კიბერუსაფრთხოების უნარები და გამოცდილება რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში შეფასებულიყო. როგორც ამბობს, გუნდს თიბისიში მიღებული გამოცდილება რამდენიმე ამოცანის ამოხსნაში ძალიან დაეხმარა. 

ალექს ქისტაური
«კონკურსის ფორმატი რთული ამოცანების სერიას მოიცავდა — სიმულაციაში კიბერუსაფრთხოების რეალური სცენარები იყო განხილული. ეს ამოცანები მოიცავდა შეღწევადობის ტესტირების სხვადასხვა ასპექტს — Exploit development, Reverse engineering, web app penetration testing და სხვა». 

ალექსი მიიჩნევს, რომ გუნდის მთავარი სიძლიერე შეღწევადობის ტესტირებაში კოლექტიური გამოცდილება იყო. მისი თქმით, გუნდის წევრები თიბისიში ერთად მუშაობენ და ლოგიკურია, რომ კომპანიაში ერთად მუშაობის გამოცდილება მათზე დადებითად აისახა.

ასევე, როგორც ალექსი ამბობს, შეჯიბრის პროცესში მათთვის უკვე ნაცნობ ამოცანებს ხვდებოდნენ, რაც სწორედ თიბისის გამოცდილების დამსახურებაა. 

ცხადია, გუნდი შეჯიბრის განმავლობაში, დაბრკოლებებსაც შეხვდა. როგორც ალექსი გვიყვება, თიბისის გუნდისთვის მთავარი პრობლემა შეზღუდული დრო აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ მიღებულ შედეგზე ამ ფაქტორს დიდი გავლენა არ მოუხდენია.

«შეჯიბრის დროს გარკვეული წინაღობებიც შეგვხვდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დროის მენეჯმენტი იყო, რადგან ჩვენ დავალებების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეზღუდული დროის ფარგლებში უნდა შეგვესრულებინა. ჩვენ მიერ შესრულებული დავალებები ცოდნისა და უნარების რეალურ დროში გამოყენებას მოითხოვდა. უნდა გვეფიქრა კრიტიკულად, და გადაგვეჭრა რთული პრობლემები». — ამბობს ალექს ქისტაური. 

მისივე თქმით, ასე შეჯიბრებში მონაწილეობა ახალი გამოცდილების მისაღებად იდეალურია. თუმცა, პასუხისმგებლობაც დიდია, «ვინაიდან კომპანია იმედებს შენზე ამყარებს». 

გუნდს უნდა, მომავალში წელს მიღებული შედეგი გააუმჯობესოს და დარწმუნებულიცაა, რომ ასე მოხდება. 

ტექ კონფერენციები — თიბისის .Net დეველოპერები NDC Porto-ზე
ტექ კონფერენციები — თიბისის .Net დეველოპერები NDC Porto-ზე
თემის მიხედვით
ტექ კონფერენციები — თიბისის .Net დეველოპერები NDC Porto-ზე
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა
თემის მიხედვით
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა

ასევე წაიკითხეთ
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.  «ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე. 
კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება — კონფერენცია თსუ-ის სტუნდენტებისთვის
კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება — კონფერენცია თსუ-ის სტუნდენტებისთვის
კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება — კონფერენცია თსუ-ის სტუნდენტებისთვის
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში

3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.