21 თებერვალს, CONTACT-ის გზავნილის სისტემა გლობალურად გაითიშა, შესაბამისად, შეჩერებულია ამ სისტემით გზავნილების გაგზავნისა და განაღდების პროცესი.
 

თუ CONTACT-ის სიტემიდან გამოგიგზავნეს გზავნილი, რომელიც ჯერ არ გაგინაღდებია, მის განაღდებას ვერ შეძლებ. ამ საკითხზე გამომგზავნმა უნდა მიმართოს სისტემას.
 

თუ ამ სისტემით გაგზავნილი გაქვს გზავნილი, რომელიც ჯერ მიმღებს არ გაუნაღდებია, საკითხს აქტიურად ვიკვლევთ და ინფორმაციას მალე გაგიზიარებთ.
 

მომდევნო გზავნილების გაგზავნისას შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისიში არსებული სხვა გზავნილის სისტემებით.
 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ შეტყობინება, ან დაუკავშირდით თიბისის კონტაქტ ცენტრს 032 2 27 27 27