თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - "კემპის" სარეგისტრაციო ფორმა

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - "კემპის" მე-5 ნაკადი იწყება. 

თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, ეკონომიკა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობა, პროგრამა შენთვისაა. 

წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს სტაჟიორის, ან შტატიანი თანამშრომლის სტატუსით, ჩვენს გუნდს შემოუერთდე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის აქციების მფლობელი გახდები. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართება 30 ნოემბერს, ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით. რეგისტრაციის შემდეგ მეილზე მიიღებ შეხვედრის ბმულს.

შეხვედრის შემდეგ მიიღებ დავალებას - ქეისს, რომელიც 15 დეკემბრამდე ინდივიდუალურად უნდა დაამუშავო. 

ჩვენი ჟიურის წევრები შეარჩევენ შემდეგ ეტაპზე გადასულ სტუდენტებს, რომლებიც 20 დეკემბერს წარადგენენ პრეზენტაციას.

წარდგენილი პრეზენტაციების შემდეგ შეირჩევიან ფინალისტები.

ფინალური ეტაპი გაიმართება ქალაქგარეთ, ფინალური გამოცდების დასრულების შემდეგ. ფინალისტ გუნდებს ადგილზე დავაკომპლექტებთ და ჯგუფურ დავალებაზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებ.

გამარჯვებული გუნდები შესრულებული დავალების მიხედვით გამოვლინდებიან.  

წარმატებას გისურვებთ

თიბისი კაპიტალის გუნდი

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
მეილი *
საკონტაქტო ნომერი *
უნივერსიტეტი *
ფაკულტეტი *
კურსი *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy